ამირან გამყრელიძე: არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვიხადოთ ჩვენი ვალი

ამირან გამყრელიძე: არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვიხადოთ ჩვენი ვალი

არჩევნები ისეთი რამეა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ხდება, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვიხადოთ ჩვენი ვალი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრ ქვეყანაში პანდემიის პერიოდში არჩევნები ჩატარდა.

„საქართველოში რა დადგენილებაც არსებობს ცესკო-სი, გამომუშავებულია საერთაშორისო რეკომენდაციის ფარგლებში. მე როგორც ვიცი, ყველა ჩვენი რეკომენდაცია გათვალისწინებულია იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება არჩევნების დროს მაქსიმალურად დაცული იყოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს. მთავარი რეკომენდაცია რაც არის, ყველა უნდა ვიყოთ პირბადით, რიგის დროს დავიცვათ დისტანცია. არჩევნები ისეთი რამეა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ხდება, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ვირჩევთ საქართველოს ახალ პარლამენტს, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვიხადოთ ჩვენი ვალი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართელოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.