ვასილ მაღლაფერიძე: არჩევნები ჩაივლის მშვიდად, იმიტომ რომ მთავარი დამკვირვებელი მოსახლეობა და მისი განწყობაა

ვასილ მაღლაფერიძე: არჩევნები ჩაივლის მშვიდად, იმიტომ რომ მთავარი დამკვირვებელი მოსახლეობა და მისი განწყობაა

ვფიქრობ, რომ არჩევნები მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის. საბოლოო ჯამში, ამ თვალსაზრისით კლიმატს არა პარტიები, არამედ ადამიანების განწყობა ქმნის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ​ფილოლოგმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

„სერიოზული პრობლემები აქვთ ადამიანებს ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ არჩევნები მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის. საბოლოო ჯამში, ამ თვალსაზრისით კლიმატს არა პარტიები, არამედ ადამიანების განწყობა ქმნის. თუ ადამიანებს პრობლემები აქვთ, მაგრამ ამ პრობლემების უშუალო გამღიზიანებელს ვერ ხედავენ, თუ მათ არავინ ატერორებს, ბიზნესს არ ართმევს, ციხით არ ემუქრება - ვერავინ დაარწმუნებს ადამიანს, რომ ეს ზოგადად ასეა. ამ ტიპის გამღიზიანებლები არ არის ქვეყანაში. როგორი გამოკითხვებიც არ უნდა ჩატარდეს, არჩევნები ჩაივლის მშვიდად, იმიტომ რომ მთავარი დამკვირვებელი მოსახლეობა და მისი განწყობაა. ამას ვერც მედია შეცვლის, იმიტომ რომ ადამიანმა იცის ის, რაც თვითონ იცის. მე ვფიქრობ, რომ გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი და ასე ნელ-ნელა პარტიული კულტურა დაიხვეწება ჩვენთან. პოლიტიკოსების ლექსიკა აღარ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს, ზოგი პოლიტიკოსი ჯიბგირივით საუბრობს. იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკოსებმა საქმიანი, სერიოზული კითხვები დაუსვან ერთმანეთს, იმაზე მიდის შეჯიბრი, ვინ უფრო დიდ შეურაცხყოფას მიაყენებს ოპონენტს. ეს უნდა შეიცვალოს და ჩვენთან მოსახლეობა რაღაც კუთხით ბევრად წინაა, ვიდრე პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.