გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ვანო მერაბიშვილის როლზე ისაუბრა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ ყოფიი მმართველი გუნდი „შორს ვერ წავიდოდა სადისტური მმართველობის ფორმიდან.
„ეს რეალობა, რაც დღეს შეიქმნა ზუსტად აჩვენებს იმ გეგმას, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია და შორს ვერც წავიდოდა 2004-2012 წლის სადისტური მმართველობის ფორმიდან. ვანო მერაბიშვილი შემოიჭრა ამ თითქოსდა გაერთიანებულ ოპოზიციაში და აშკარაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ფერი უცვლია, არც ზნე უცვლია და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო მკაცრს პასუხს გასცემს“, - განაცხადა ვოლსკიმ.