ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ არავითარი ფორმით არ აქვს წარმატების მიღწევის საშუალება

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ არავითარი ფორმით არ აქვს წარმატების მიღწევის საშუალება

„ნაცმოძრაობას“ არავითარი ფორმით არ აქვს არავითარი წარმატების მიღწევის საშუალება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ყოფილი მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში ვანო მერაბიშვილის როლზეც ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობას“ ესმის, რომ მისი გამოჩენა არ არის მომგებიანი, თუმცა კულუარულად ის აქტიურად მუშაობს და საკმაოდ მძიმე ზრახვები აქვს არჩევნებთან მიმართებით, რაზეც ჩვენ ალბათ მოგვიანებითაც გვექნება საუბარი. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ჩართულობას, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუმცა ასევე ისიც უნდა გავიმეოროთ, რომ „ნაცმოძრაობას“ არავითარი ფორმით არ აქვს არავითარი წარმატების მიღწევის საშუალება“, - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.