ლევან კობიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებების საფუძველი იქნება

ლევან კობიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებების საფუძველი იქნება

ამ ქალაქს სჭირდებოდა ეს სტადიონი, წლების განმავლობაში ბათუმში არა მარტო სტადიონი, არამედ ფეხბურთის მოედანიც კი არ იყო. გვეამაყება, რომ ეს წარმატებით შევძელით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტადიონი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებების საფუძველი იქნება, - ამის შესახებ ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

„ამ დღეს ძალიან ბევრი წელი ელოდნენ არა მხოლოდ ბათუმელები, არამედ თითოეული ჩვენგანი. ველოდით ამ დღეს, როდესაც ეს არაჩვეულებრივი პროექტი განხორციელდებოდა და ბათუმი ამ სტადიონს მიიღებდა. ეს სტადიონი აკმაყოფილებს ყველანაირ სტანდარტებს, მიეკუთვნება უეფას ყველაზე მაღალ კატეგორიას. აქ შეგვიძლია არა მარტო საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც მატჩების ჩატარება. გარდა ამისა, აქ შესაძლებელია სხვა ღონისძიებების ჩატარებაც. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ აქ ვიდგე და ბათუმელებს მივმართო. მადლობა ყველას, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ ოცნების ახდენაში. ამ ქალაქს სჭირდებოდა ეს სტადიონი, წლების განმავლობაში ბათუმში არა მარტო სტადიონი, არამედ ფეხბურთის მოედანიც კი არ იყო. გვეამაყება, რომ ეს წარმატებით შევძელით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტადიონი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებების საფუძველი იქნება“, - განაცხადა კობიაშვილმა.