პანდემიასაც დავამარცხებთ, როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც ღიად, დემოკრატიულად ჩავატარებთ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მეორე დღიდან დავიწყებთ პოსტკირზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას და მთავარი ამოცანა იქნება სამუშაო ადგილების შენარჩუნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, პანდემიის პირველ ტალღასთან შედარებით დღეს სულ სხვა რეალობაა, ამიტომ ღონისძიებები იქნება წერტილოვანი.
პრემიერის თქმით, მათ შეზღუდვებზე ან „ლოკდაუნებზე“ უარი არ უთქვამთ, თუმცა, ეს არ იქნება სისტემური ქვეყნის მასშტაბით.
პანდემიის პირველ ეტაპზე ქვეყანა მომზადებული არ იყო, ახლა კი ჯანდაცვა გაცილებით მზად არის.
„ჩვენ როცა მივიღეთ უმკაცრესი ღონისძიებები, პირველი ტალღის ეტაპზე, რამდენიმე ფაქტორი იყო. პირველი - გაურკვევლობის ხარისხი იყო ბევრად უფრო მაღალი, არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე და მარტო ჩვენ კი არა, მსოფლიომაც არ იცოდა, რასთან გვქონდა საქმე და დამეთანხმეთ, რომ მაშინ მკაცრი ჩაკეტვის ღონისძიებები ჩვენ გარდა, ბევრმა სხვა ქვეყანამაც მიიღო.
დღეს, თქვენ რომ პირბადე გიკეთიათ, იმ ეტაპზე პირბადე იყო დეფიციტი, ქვეყანაში კი არა, მსოფლიოში. გარდა ამისა, მაშინ ქვეყანას შესაძლებლობა ჰქონდა დღეში 200 PCR ტესტი გაეკეთები, საერთოდ სწრაფი ხარისხიანი ტესტები არ არსებობდა. ჯანდაცვის სიტემა სრულად სხვა მდგომარეობაში იყო, ელემენტარულად სასუნთქი აპარატების რაოდენობა იყო უდიდესი დეფიციტი. დღეს არის სულ სხვა რეალობა, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, ჩვენი ღონისძიებები იქნება წერტილოვანი, ჩვენ არ გვითქვამს შეზღუდვებზე ან „ლოკდაუნებზე“ უარი, მაგრამ ეს არ იქნება სისტემური ქვეყნის მასშტაბით, ეს იქნება წერტილოვანი, იქ სადაც ამის საჭიროება იქნება.
სრულად არის გადალაგებული კლინიკური მართვის სიტემა და არის რამდენიმე შრე თავდაცვის, ეს არის პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმები, ეს არის საკარანტინე სივრცეები, ეს არის კოვიდსასტუმროები, ეს არის თვითონ ჰოსპიტალური სისტემა, ეს ყველაფერი უზრუნვეყოფს იმას, რომ რამდენიმე ეტაპზე, იმის მიუხედავად, რამდენი ინფიცირებული გვეყოლება ყოველდღიურად, ამას გავუძლოთ.
რა თქმა უნდა, ნორმალური, ყველა ქვეყნის, ყველაზე განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის რესურსიც ამოწურვადია და ჩვენი მთავარი მიზანი დღეს არის, რომ საქართველოს ეკონომიკას მწირი რესურსი გააჩნია და ეს რესურსი სწორად გადავანაწილოთ. ეს არ არის მარტო მთავრობის რესურსი. ადამიანს, რომელსაც სიმპტომები არ აქვს და დაბალი ტემპერატურა არ აქვს, დამძიმებული არ არის და მსუბუქია, ის ადამიანი უნდა იმართებოდეს ბინაზე, ან კოვიდკარანტინში, ან სასტუმროში. სწორედ ამიტომ არის გამოწვეული ის ღონისძიებები, რომელიც მაშინ იყო.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ევროპის ბევრ ქვეყანაში დამყარდა კოვიდპანდემიის პირობებში ანტირეკორდები - ქვეყნები ათობით ათას ინფიცირების შემთხვევებზე ავიდნენ. ამ ქვეყნის პირობებშიც სისტემური ლოკდაუდნები არ ხორციელდება.
პანდემიასაც დავამარცხებთ, როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც ღიად, დემოკრატიულად ჩავატარებთ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მეორე დღიდან დავიწყებთ პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას და მთავარი ამოცანა იქნება სამუშაო ადგილების შენარჩუნება. არ მინდა წინასწარ მოგილოცოთ, თორემ ამასაც გავაკეთებდი“, - განაცხადა გახარიამ.