ეს არის სიცრუე, ძალიან დიდი ტყუილი და ცილისწამება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე ემუქრება.
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ დიდ სიბინძურესთან დაკავშირებით, რასაც ეს კონკრეტული ადამიანი ამბობს. მას ჩემთან შეხვედრის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა, ამ გამოსვლებისა და ცილისწამების ხარჯზე, ნამდვილად არ ვაპირებ მასთან შეხვედრას. არანაირი საქმე არ მაქვს, არ მქონია და არც მექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, მას კახა კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე ემუქრება და თანამდებობის დატოვებას სთხოვს.