საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, 12:03 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ინფორმაციით, 3.3 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 54 კმ-ში, სოფელ უსეიქენდში იყო.