"ქართული ოცნება"55,6%​, "ნაციონალური მოძრაობა"19,8%​ - Survation-მა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით უპრეცედენტო მასშტაბის კვლევა ჩაატარა

დღეს "რუსთავი 2" მასშტაბურ კვლევას ასაჯაროვებს. ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2"-ის დაკვეთით უპრეცედენტო მასშტაბის კვლევა ჩაატარა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით  9075 რესპონდენტი გამოიკითხა. survation-ის  მონაცემებით, კვლევის ცდომილება მინიმალურია და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.

დღეს რომ სპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

ქართული ოცნება -55,6%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,8%

ევროპული საქართველო -5,2%

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი 5,1%

პატრიოტთა ალიანსი- 3,8%

ლელო -3,1%

ლეიბორისტული პარტია -2,7%

გირჩი -2,1%

ერთიანი საქართველო 1,1%

თავისუფალი დემოკრატები 0,2%

სხვა -1,3%

ბრიტანული კვლევითი კომპანია და "რუსთავი" 2 არჩევნების დღეს 31 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებსაც შემოგთავაზებთ.

Survation არის პოლინგის, ანუ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან.

ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის პოლინგის კონკურენტულ ბაზარზე.

გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში: გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგების ყველაზე ზუსტი პროგნოზი; აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პროგნოზი იტალიის 2014 წლის არჩევნებზე; ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები; გააკეთა 2019 ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი პროგნოზი.

კომპანია თანამშრომლობს წამყვან მედია ბრენდებთან, როგორიც არის BBC და Guardian, არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი.

ძია მიხო სოსო მანჯავიძეს გვიან გაახსენდა საკონსტიტუციო სასამართლოში ენმ-ის კრიმინალურ ორგანიზაციად გამოცხადებისა და მისი აკრძალვის შესახებ სარჩელის შეტანა. ეს მაშინვე უნდა გაკეთებულიყო, როცა ირაკლი ოქრუაშვილმა საქვეყნოდ განაცხადა თუ რა დავალებებს აძლევდა მას ბატონი მიშა.
4 წლის უკან