ვახტანგ ძაბირაძე: „ოცნება“ არჩევნების გადადებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მინიმუმ ერთი წლით გადაიდება

ვახტანგ ძაბირაძე: „ოცნება“ არჩევნების გადადებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მინიმუმ ერთი წლით გადაიდება

15 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, განაცხადა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადების. არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ყოვედღიური შემთხვევების ზრდის ფონზე არჩევნების გამართვამ შესაძლოა ახალი დიდი ეპი-„აფეთქება" გამოიწვიოს.

ვის უფრო აწყობს არჩევნების გადადება - მმართველ პარტიას, თუ ოპოზიციას? გარდა ამისა, გამოიწვევს თუ არა კორონავირუსის ეპიდემია 31 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალ აქტივობას და თუ გაოიწვევს, ვის უფრო აწყობს ამომრჩევლის დაბალი აქტივობა - ხელისუფლებას თუ ოპოზიციას - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა. ის აცხადებს, რომ არჩევნების გადადება ოპოზიციას უფრო აწყობს და ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაახლოებით 2 მილიონამდე ამომრჩეველი მივა.

„არჩევნების გადადება, რა თქმა უნდა, არ აწყობს „ქართულ ოცნებას". შესაძლოა ოპოზიციაში იყვნენ პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა ნაწილს ხელს აძლევს არჩევნების გადადება, ხოლო ნაწილს - არა.

„მიუხედავად იმის, რომ დღეს ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა და შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს სიტუაცია, ხელისუფლება არჩევნების გადადებას მაშინ დათანხმდება, თუ არჩევნები მინიმუმ ერთი წლით მაინც გადაიდება და მომავალ წელს ჩატარდება. ან შესაძლოა მაშინ, როდესაც კორონავირუსის პრობლემა საერთოდ მოიხსნება.

„არჩევნები რაც უფრო გადაიდება, ოპოზიციის შანსი უფრო იზრდება, რადგან შუძლიათ უფრო წარმატებულად გამოვიდნენ არჩევნებზე. ამიტომ, ოპოზიციას უფრო აწყობს არჩევნების გადადება", - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, როგორც წესი, ყოველ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი უფრო მოტივირებულია და ეპიდემიის მასშტაბების ზრდის პირობებში ხელისუფლებას უფრო შეექმნება პრობლემა 31 ოქტომბერს თავის მომხრეთა მობილიზების თვალსაზრისით.

„არჩევნებზე დაახლოებით მილიონ 800 ათასიდან 2 მილიონამდე ამომრჩეველი მაინც მივა. მიხედავად რთული ეპიდვითარებისა ვფიქრობ, რომ არჩევნები მაინც ჩატარდება.

„ზოგადად, როგორც წესი, ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნებზე მიდის, ხოლო ხელისუფლებას თავისი მხარდამჭერების მობილიზების თვალსაზრისით პრობლემა უჩნდება. ამის ნათელი მაგალითია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა იყო ნაკლები, მეორე ტურში უფრო მეტი ხმა ხელისუფლებამ მიიღო. სწორი არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლებას არ აწყობს არჩევნებზე ხალხის მისვლა.

„თუ ვირუსი სწრაფი ტემპით გავრცელდა, ხელიუფლება იძულებული იქნება არჩევნები გადადოს. ეპიდვითარება მაინცდამაინც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევანს კი გააკეთებს, თუმცა არა ეპიდემიური ვითარების მიხედვით, არამედ პოლიტიკური ვითარების მიხედვით", - განაცხადა ძაბირაძემ.