ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ახალი პროექტი - „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში", პროექტის მიზანი კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებების დაცვის ღონისძიებების გაძლიერებაა. პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონი ევროა და ის 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტს საკონსულტაციო კომპანია „ჰიუმან დაინამიქსი" განახორციელებს.