Covid-19-ის წინააღმდეგ ერთადერთი ეფექტური საშუალება დაასახელდა - ჯანმოს განცხადება

Covid-19-ის წინააღმდეგ ერთადერთი ეფექტური საშუალება დაასახელდა - ჯანმოს განცხადება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადამოს გებრეიესუსი აცხადებს, რომ მხოლოდ დექსამეტაზონმა აჩვენა ეფექტურობა Covid-19-ის რთული ფორმის დროს.

მისი თქმით, წამლების მასშტაბური კვლევისას ჯანმომ შეწყვიტა ჰიდროქსიქლოროქინის გამოცდა, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ პაციენტებს აღარ უნდა მიეღოთ ლოპინავირი და რიტონავირი.

„კვლევის შუალედური შედეგები აჩვენებს, რომ ორი წამალი – რემდესივირი და ინტერფერონი – სუსტად, მაგრამ მაინც ახდებებ გავლენას სიკვდილიანობის შემცირებაზე, ან სტაციონარში ყოფნის დროზე“ – აცხადებს ჯანმოს გენერალური დირექტორი.