საქალაქო სასამართლო პარალელურად მეგის ქარდავას ძმის ლევან ქარდავას საკითხზე მსჯელობს. პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. დაცვის მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს რომ ლევან ქარდავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გიაროთი შეეცვალოს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ბრალად ედება უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.