“სცენაზე უკვე ჩამობერებულ-გახრწნილი „მანიაკი, ბოროტი მასხარას“  „უნაოჭო“ სიფათს, მორიგ ენით აუწერელ, გამაოგნებელ სიავკაცეში მის მხილებასა და  ამაზრზენ კუნტრუშს უნდა უყუროთ?!”

“სცენაზე უკვე ჩამობერებულ-გახრწნილი „მანიაკი, ბოროტი მასხარას“  „უნაოჭო“ სიფათს, მორიგ ენით აუწერელ, გამაოგნებელ სიავკაცეში მის მხილებასა და  ამაზრზენ კუნტრუშს უნდა უყუროთ?!”

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: 

“ვუსმინე და ვუყურე გუშინ გადაცემა „არენაში“ (თუ - არენაზე?) საქართველოს თავდაცვის მინისტრს - ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს და მთელი ღამე ფაქტიურად ვეღარ მოვისვენე. რადგან პასუხი ვერ მომიძებნია:

რა ქვია ამას? დრამატურგიის მაინც რომელი საოცარი ჟანრია და რა თამაშდება ამ არენაზე?! დრამაა, ტრაგედიაა, კომედიაა თუ ფარსია?! ჯანდაბას, რაც არის, მაგრამ ბოლო-ბოლო ხომ უნდა დასრულდეს?! ოდესმე კვანძი არ უნდა გაიხსნას, ფინალური სცენა არ უნდა გათამაშდეს და  ფარდა არასდროს აღარ  უნდა დაეშვას?! ნუთუ მომავალ არჩევნებში კვლავ ამ უბედურებას, სცენაზე უკვე ჩამობერებულ-გახრწნილი „მანიაკი, ბოროტი მასხარას“  „უნაოჭო“ სიფათს, მორიგ  ენით აუწერელ, გამაოგნებელ სიავკაცეში მის მხილებასა და  ამაზრზენ კუნტრუშს უნდა უყუროთ?!

მერაბ მამარდაშვილი მწარედ დასცინოდა რუსულ ისტორიას  და რუსები ხომ არ ვართ?! სწორედ ამიტომ დასცინოდა:  გაუთავებლად განმეორებადი უაზრობისა და აბსურდული სცენარის გამო, რაც მუდმივად ერთი და იგივე უგემური ლუკმის გაუთავებლად ღეჭვასა და ვერ გადაყლაპვასა გავს, რასაც არარა - ე.ი. საერთოდ არაფერი მოაქვს, ანუ ნამდვილ და არა მითიურ - ჯოჯოხეთსა ნიშნავს!

ვნახეთ, ბატონო, ვნახეთ! ზეპირად, უკვე ძილშიაც ვიცით (მე კი გუშინ აღარც დამეძინა!), რას წარმოადგენს ეს „მანიაკი, ბოროტი მასხარა“ და მისი, როგორც „მთავარის“ გმირის,  შემდგომი ყურებით აბსოლიტურად შეუძლებელია რაიმე გამოცდილების, გარდა ჯოჯოხეთის მანკიერ წრეზე ტრიალისა, მიღება!

დავასრულოთ და მიწა მივაყაროთ! ბოლო-ბოლო ვინაა, ვინ ოხერია, მართლა ლენინი ხომ არ არის, პოლიტიკური მავზოლეუმი რომ აუშენეთ და ვეებერთელა რიგიც გვიდგას?! აბა მოთვალეთ, რამდენი ხალხი უყურებს ამ ბოროტი მასხარას ცოცხალად აშმორებულ  პოლიტიკურ გვამს ტელევიზორში და როგორ აქცია იგი, როგორც ლენინი მავზოლეუმში, მასავით დამპალმა პროპაგანდამ ქვეყნის „მთავარ“ ამბად და სანახაობად, რაც უკვე ზედიზედ 8 წელია, ყოველდღიურად გულს, გრძნობასა და გონებას გვიწამლავს ?! საარაკოდ სამარცხვინოა ამის  გაუთავებლად  ყურება!

ნორმალურ ქვეყანაში მხოლოდ იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკაში მონაწილეობას კი არა, მის წამყვან აქტორად წარდგენას ყველაზე უფრო ამაზრზენად ბოროტი და უტიფარი ხერხებით გაუთავებლად ცდილობს, დიდი ხანია უკვე, გათიშავდნენ ყველა ასეთ ტელევიზიას!

ანდა, რას ნიშნავს ის, რომ ქართული სამართალი ვერა და ვერ მიწვდა მსგავს "მანიაკსა და ბოროტ მასხრას" რომელმაც სამშობლო გაყიდა?! ნუთუ ისე დაძაბუნდა ქვეყანა და სახელმწიფო, რომ  ამ მასშტაბის, მთელს მსოფიოში გაუგონარ ბოროტმოქმედაბას, რაც გარეჯის გაყიდვაა, ისევ ხახვივით შეარჩენს?!

სად არის აქ ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსება?! ნაცები საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალოსო! რად უნდა სააკაშვილს საკონსტიტუციო სასამართლო?! მის იქ გაბაწვრას, სადაცა გდია, საქართველოში ყურით ჩამოთრევასა და  დასჯას  სხვა რამ სჭირდება. პოლიტიკური ნება, ხოლო სპეც-ოპერაციაში, თუკი ეს საჭირო გახდა, ბებერი და არაპროფესიონალი რომ არ ვიყო, მეც კი უდიდესი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას!

სააკაშვილს თუკი როგორც ჯერ არს, ისე დასჯის სამართალი, სხვების დასანახად, ჭკუისსასწავლებლად და გასაფრთხილებლად, ნაცების ხროვა, როგორც ამ " მთავარის" ავაზაკის გარშემო შემოკრებილი ყიზილბეშების ბანდა, თავისით დაიფანტებიან!

ხალხო! გეხვეწებით: ფიზიკურად დავსაჯოთ და პოლიტიკურად კი დავმარხოთ რა, ბოლო- ბოლო დავმარხოთ ეს შობელძაღლი, დავ-მარ- ხოთ!!!

ქრისტიანები აღარა ხართ?!

Aburjga Tasmanieli ბატონი დავითი - "ხალხო....ქრისტიანები აღარა ხართ?!"
მე - ჩვენ ვცდილობთ... მაგრამ გუბაზს რა ვუყოთ, გუბაზს?!
ხომ ხედავთ დევივითაა, თან თვალებს როგორ აპარპალებს?!
4 წლის უკან
არაგველი641 ბატონი დავითი მართალია! დავიღალეთ, მეტი აღარ შეგვიძლია, მიიღოს ზომები შესაბამისმა ორგანოებმა! მაინცა და მანც პატრიოტთა ალიანსს უნდა დაველოდოთ? ქართულ ოცნებაში არიან პატრიოტები?
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli არაგველი641, ქართულ ოცნებაში სხვები არიან პატრიოტები თუ არა არ ვიცი, მაგრამ 3 კაცი ნაღდად რომ ყავთ პატრიოტი ეს კი დანამდვილებით ვიცი: კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე! )))
4 წლის უკან