დავით გადელია:

დავით გადელია: "ღორის და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე კოვიდ 19-ს"

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია კორონავირუსთანდაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ ღორის, ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვთ ვიდრე კოვიდ19-ს ამიტომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არის.

„მინდა დაბეჯითებით გირჩიოთ, დაუჯერეთ ოჯახის ექიმებს! რამდენიმე შემთხვევა გვქონდა უკვე, როცა ოჯახის ექიმებმა არ ჩათვალეს ავადმყოფის სტაციონირება საჭირო და პაციენტს სახლში დარჩენა ურჩიეს. ამის მიუხედავად, თავად დაავადების სახელით შეშინებულმა პაციენტებმა მოგვაკითხეს კლინიკაში და მოითხოვეს სტაციონარული მკურნალობა.

სულ ორიოდე დღეში დამშვიდდნენ, მიხვდნენ რომ სახლშიც გააგრძელებდნენ თავისუფლად მკურნალობას (ზოგს, საერთოდ არც სჭირდებოდა). მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე, PCR კვლევებიც კი ამოღებულია გამოჯანმრთელების გაკონტროლებისას.

თებერვალშიც ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა კოვიდის ე.წ. გრიპიზაცია (თუმცა ორგანოთა დაზიანების თვალსაზრისით, კოვიდ19-ს განსხვავებული პათოფიზიოლოგია აქვს). კიდევ ვიმეორებ იმას, რასაც თებერვალ- მარტში ვამბობდი: შიფტიან გრიპებს (ღორის, ფრინველის გრიპს რომ ეძახიან) უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვთ ვიდრე კოვიდ19-ს (ე.წ. “ესპანურ გრიპზე” საერთოდ არაა საუბარი!).

ამიტომ არაა პანიკის არავითარი საფუძველი, დაუჯერეთ ექიმებს პირველივე ეტაპზეც (ოჯახის ექიმებს) და თუ კლინიკაში მოხვდით - კლინიკის ექიმებსაც!“, – წერს დავით გადელია.