მადლობა რომ განმარტება გააკეთა. რასაც ანდრიუს კუბილიუსი “არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ჩვენს მიწა-წყალს და დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები სასაცილო ნამდვილად არ არის.
„ასეთი შეფასება ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია. “პოლიტიკური არქეოლოგია” არის იმ პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ბატონი კუბილიუსი გულშემატკივრობს“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მანამდე ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ორი საჯარო მოხელე დააკავა „აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის".
„შენიშვნა - ეს მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. „ქართული ოცნება" რეალური პრობლემებისგან - პანდემიაზე რეაგირების და შეჩერებული ეკონომიკისგან, ყურადღების გადასატანად, პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს“, - წერს კუბილიუსი.