ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგადასახადო შემოწმების ახალი დოკუმენტის შესახებ, „ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში ონლაინ შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და შეწყვეტის კრიტერიუმების შესახებ მომზადებული დოკუმენტი, რომლიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საგადასახადო შემოწმების აღრიცხვიანობის ადმინისტრირების პროცესს და ხელს შეუწყობს ზუსტი და რისკზე დაფუძნებული აუდიტის განხორციელებას, ხოლო გადასახადის გადამხდელებისთვის დაიზოგება მნიშვნელოვანი დროის რესურსი.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსმა ლაშა კობერიძემ ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმებისა და წინასწარი შეთანხმების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.
ონლაინ შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.