აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა:  ბარდას რაიონში რაკეტები რესტორანსა და სკოლასთან ახლოს დაეცა, არიან დაჭრილები

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა:  ბარდას რაიონში რაკეტები რესტორანსა და სკოლასთან ახლოს დაეცა, არიან დაჭრილები

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბარდას რაიონში სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, რაკეტები ერთ-ერთ რესტორანთან და სკოლასთან ახლოს დაეცა, რის შედეგადაც 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბარდაში თავდასხმა Tochka-U-ის ტიპის რაკეტით განხორციელდა.