მარია ზახაროვა: რუსული მხარე ინარჩუნებს დიალოგის გაგრძელების განწყობას ჟენევის დისკუსიების ფარგლებში

მარია ზახაროვა: რუსული მხარე ინარჩუნებს დიალოგის გაგრძელების განწყობას ჟენევის დისკუსიების ფარგლებში

გაოცებულები ვართ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ოქტომბრის განცხადებით იმის შესახებ, რომ ვითომდა რუსეთმა ჩაშალა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების 51-ე რაუნდი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, რუსული მხარე ინარჩუნებს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დიალოგის გაგრძელების განწყობას.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენი მისამართით ბრალდება -„სამშვიდობო პროცესის ძირის გამოთხრის“ შესახებ აბსოლუტურად უსაფუძვლო და პოლიტიზირებულია. სამწუხაროა, რომ თბილისში არ ეშვებიან ანტირუსული კარტის გათამაშების მცდელობებს, რაც აშკარაა, რომ მოახლოებული 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პროექციით ხდება. რუსულ მხარეს არასოდეს უთქვამს უარი საქართველოსთან დიალოგზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში.

მიუხედავად COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვებისა, ჩვენ ვიჩენთ ძალისხმევას, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდეს. მიმდინარე წლის აპრილიდან, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ა.ფ რუდენკომ ჩაატარა ხუთი ვიდეოკონფერენცია ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. ბოლო ასეთი კონფერენცია 28 სექტემბერს შედგა. გარდა ამისა, რუსეთმა აქტიურად შეუწყო ხელი საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებს განახლებას. განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას ანალოგიური IPRM სამუშაოს აღდგენის მიზნით საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე, გალში.

6-7 ოქტომბერს ჟენევის დისკუსიების პირისპირ გამართვისგან თავის შეკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არამხოლოდ რუსეთის, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმაც, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სერიოზული შეზღუდვებისა და ლოგისტიკური პრობლემების გათვალისწინებით. ალტერნატივის სახით, შევთავაზეთ, იმავე თარიღებში ჩაგვეტარებინა მოლაპარაკებების გადადებული რაუნდი ვიდეოკონფერენციის ფორმატში, რაც არ აწყობდათ თანათავმჯდომარეებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, რუსული მხარე ინარჩუნებს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დიალოგის გაგრძელების განწყობას. 6 ნოემბერს ველით თანათავმჯდომარეების ვიზიტს მოსკოვში“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი ჩაიშალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ჟენევაში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლას გამოეხმაურნენ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 2019 წლის 10 დეკემბერს