ახალი განკარგულების თანახმად, ინფიცირებულის კონტაქტი ყოველგვარი ტესტირების გარეშე დაუყოვნებლივ გადადის თვითიზოლაციაში ან კარანტინში და თუ ის უსიმპტომოა, 12 დღის შემდეგ ყოველგვარი ტესტის გარეშე გახლავთ თავისუფალი, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„6 ოქტობმერს დამტკიცდა ახალი განკარგულება, სადაც გაწერილია, რომელი ჯგუფები ექვემდებარებიან სავალდებულო ტესტირებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კონტაქტებზე. ინფიცირებულის კონტაქტი ყოველგვარი ტესტირების გარეშე დაუყოვნებლივ გადადის თვითიზოლაციაში ან კარანტინში და თუ ის უსიმპტომოა, 12 დღის შემდეგ ყოველგვარი ტესტის გარეშე გახლავთ თავისუფალი. ძალიან დიდი როლი ექნება პირველადი ჯანდაცვის რგოლს. თუ თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ კონტაქტირებულ პირს დაუფიქსირდება მსუბუქი სიმპტომიც კი - დაბალი ტემპერატურა, მსუბუქი ხველა ან სუნთქვის გაძნელება - მან უნდა შეატყობინოს ექიმს და გაივლის PCR-ტესტირებას. თუ პასუხი იქნება დადებითი, მას უკვე საავადმყოფოში გადაიყვანენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უცხოეთიდან შემოსული ადამიანები კარანტინს მერვე დღეს დატოვებენ და მათ უკვე მაღალი ხარისხის, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ“ , - განაცხადა გამყრელიძემ.