პრემიერი: მეორე ტალღის შედეგებს როგორც კი შევაფასებთ, სოციალური დახმარების შეთავაზების საჭიროებაზე ვიმსჯელებთ

პრემიერი: მეორე ტალღის შედეგებს როგორც კი შევაფასებთ, სოციალური დახმარების შეთავაზების საჭიროებაზე ვიმსჯელებთ

მეორე ტალღის შედეგებს როგორც კი შევაფასებთ, ეს იქნება დაახლოებით წლის ბოლოსთვის, დამატებითი სოციალური დახმარების შეთავაზების საჭიროებაზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ განუცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კორონავირუსის მეორე ტალღის შედეგები გახდება ცნობილი.

„ახლა შევედით მეორე ტალღაში, სადაც ვამბობთ რომ ადაპტაცია და თანაცხოვრება არის მთავარი. ასევე თანაცხოვრება არა მხოლოდ ვირუსთან, არამედ პოლიტიკურ პროცესთანაც. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არჩევნების პროცესი დაემთხვა ამ კოვიდპანდემიას. როგორც კი ამას გადავივლით და როგორც კი პირველადი შედეგები მეორე ტალღის სოციალური ზემოქმედების შედეგები გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენ იმ სოციალური შეთავაზების ახალ სტრუქტურასაც გამოვიტანთ სამსჯელოზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსისი პირველი ტალღის დროს საქართველოს მთავრობამ აღმოსავლეთ ევროპაში მოსახლეობას ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი შესთავაზა.