ნიკოლ ფაშინიანი:  რუსეთმა დაგვარწმუნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ტერიტორიებს დაარტყამენ, ის შეასრულებს ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს

ნიკოლ ფაშინიანი:  რუსეთმა დაგვარწმუნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ტერიტორიებს დაარტყამენ, ის შეასრულებს ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიაა, ვინაიდან მისი მოსახლეობის 80 პროცენტი ყოველთვის სომხები იყვნენ.

„აზერბაიჯანს არ სურს, რომ სომხები მთიან ყარაბაღში ცხოვრობდნენ და ამიტომ ის ტერორისტების დახმარებით თავს დაესხა ყარაბაღს. რას გვთავაზობენ? მთიანი ყარაბაღის სომხებმა უნდა თქვან, „კარგი, რადგან ტერორისტები ხართ, უარს ვიტყვით ჩვენს ფესვებზე,“- ეს არასდროს მოხდება,“- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა BBC-სთან ინტერვიუში.

კითხვაზე, გასულ კვირაში ვლადიმერ პუტინთან საუბრის დროს, დაადასტურა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ტერიტორიებს დაარტყამენ, სომხეთი რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას მიიღებს, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა:

„ამ კითხვაზე პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ გიპასუხებთ, თუმცა გეტყვით: რუსეთმა დაგვარწმუნა, რომ ამ შემთხვევაში ის შეასრულებს ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს,“- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.