რომან გოცირიძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე: ქალაქს დაუბრუნდა ის, რაც მას ეკუთვნოდა

რომან გოცირიძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე: ქალაქს დაუბრუნდა ის, რაც მას ეკუთვნოდა

ქალაქს დაუბრუნდა ის, რაც მას ეკუთვნოდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მერიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის ფაქტზე განაცხადა.

მაჩუქეთ ვაკის პარკი, ნახევარში დავდგამ კორპუსებს და მეორე ნახევარს ვაჩუქებ ქალაქს. როგორი ადამიანი ვიქნები? ვიქნები მანიპულატორი, თაღლითი და მომსყიდველი. ქალაქს დაუბრუნდა ის, რაც მას ეკუთვნოდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.

mamuka65 შე ნაცარქექია, თქვენ გაყიდეთ, ამ კაცმა იმათგან გამოისყიდა, ვიზეც თქვენ გაყიდეთ და ქალაქს დაუბრუნა და რა გატლიკინებს, შე რეგვენო?!
4 წლის უკან