არჩილ თალაკვაძემ ილია მეორეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ჰონორის კაუზას წოდების მინიჭება მიულოცა

არჩილ თალაკვაძემ ილია მეორეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ჰონორის კაუზას წოდების მინიჭება მიულოცა

"საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ თბილისის სასულიერო აკადემიის საპატიო, ჰონორის კაუზას წოდებას!

თქვენო უწმინდესობავ, ერისა და სამშობლოს წინაშე თქვენი ღვაწლი გამორჩეული და შეუფასებელია. თქვენი ცხოვრებით, მოღვაწეობით და რწმენის სიმტკიცით გვაძლევთ მაგალითს, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი თანამედროვე გამოწვევებს. ამ ცვალებად და რთულ დროში, თქვენ კეთილი სიტყვით და ქრისტიანული სწავლებით შეგვახსენებთ კაცთმოყვარეობის, თავმდაბლობის, უანგარობის და სიყვარულის მნიშვნელობას. თქვენი თაოსნობით საეკლესიო განათლება, სასულიერო აკადემია და სემინარია ახალგაზრდებს, სტუდენტებს გადასცემს ცოდნას და უმნიშვნელოვანეს მწიგნობრულ საქმიანობას ეწევა - ამით ჩვენი ერის თვითმყოფადობას და ისტორიულ მეხსიერებას განამტკიცებს. გისურვებთ მხნეობას და დღეგრძელობას ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ"!,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპატრიარქოში

განაცხადა, სადაც უწმინდესსა და უნეტარესს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოება მიულოცა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, აკადემიკოსები და სასულიერო პირები დაესწრნენ.​

Aburjga Tasmanieli არ ვიცი რა არის ეს ჰონორის კაუზა, არ ვი-ცი!!! რას მაიმუნობთ?! იქ სადაც პრეზიდენტი ზის ეს თალაკვაძე ვინაა, ხმას რატომ იღებს?!
4 წლის უკან