მიხეილ ყაველაშვილი: „ქართულ ოცნებას

მიხეილ ყაველაშვილი: „ქართულ ოცნებას" კოალიციის შექმნა არ დასჭირდება

„სიმართლე ის არის, რომ „ ქართული ოცნება" პირველ ადგილზეა. ამ კვლევებს  არ ვენდობი, რადგან საკმაოდ დიდი აცდენებია შეფასებებშიც და დამოკიდებულებებშიც. ამიტომ სერიოზულად არ ვუყურებ", - განაცხადა  ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტვ „მთავარის" დაკვეთით ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას" აქვს 60%-მდე მხარდაჭერა. მისივე თქმით, მმართველ პარტიას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.​