სალომე სამადაშვილი:  საარჩევნო სიაში ბუბა კიკაბიძის პირველ ნომრად დასახელება სიმბოლურია - ის არის მორალური ავტორიტეტის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთიანობის სიმბოლოც იყოს

სალომე სამადაშვილი:  საარჩევნო სიაში ბუბა კიკაბიძის პირველ ნომრად დასახელება სიმბოლურია - ის არის მორალური ავტორიტეტის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთიანობის სიმბოლოც იყოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საარჩევნო სიაში ბუბა კიკაბიძის პირველ ნომრად დასახელება სიმბოლურია.

როგორც სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, კიკაბიძე ქართველი საზოგადოებისთვის მორალური ავტორიტეტია და მას შეუძლია ერთიანობის სიმბოლოც იყოს.

„ის, რომ ბუბა კიკაბიძე არის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, სიმბოლურია. დღეს ჩვენ საზოგადოებაში რისი დეფიციტიც გვაქვს, ეს არის მორალური ავტორიტეტი. ბუბა კიკაბიძე ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, არის მორალური ავტორიტეტი. მორალური ავტორიტეტია არა მარტო იმიტომ, რომ ხალხის საყვარელი მომღერალი და მსახიობია, არამედ იმიტომ, რომ მან ყოველთვის ძალიან სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია დაიკავა, როდესაც საქმე ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს შეეხებოდა. ეს იყო გარკვეულწილად სიმბოლური ჟესტი იმ თვალსაზისით, რომ ამ პორალიზებულ პოლიტიკურ გარემოში ჩვენი საზოგადოება დაყოფილია „ქოცებად“ და „ნაცებად“ და ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი საზოგადოებისთვის, რაღაც სახელმწიფო ამოცანების გარშემო უნდა შევქმნათ ერთიანობა. ბუბა კიკაბიძე, ალბათ არის ერთ-ერთი ასეთი მორალური ავტორიტეტის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთიანობის სიმბოლოც იყოს, ეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. საკმაოდ არაორდინალური გადაწყვეტილებაა და ძალიან საინტერესო, ამაზე პასუხს მივიღებთ ამომრჩევლისგან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერია.