გიორგი გახარია:  8 თვე გავიდა და მსოფლიომ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში - საჭიროა სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად - მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა

გიორგი გახარია:  8 თვე გავიდა და მსოფლიომ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში - საჭიროა სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად - მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა

ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დაწყებიდან დაახლოებით 8 თვე გავიდა, თანამედროვე მსოფლიომ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევ პირბადე, ისევ დისტანცია, ისევ დიდი რაოდენობის არასაჭირო სოციალური თავშეყრებისგან თავის არიდება და ა.შ.,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა არის ადაპტაციის და მართვის ეტაპზე და მოქალაქეებმა უნდა დაიცვან წესები. მისივე თქმით, შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა და საჭიროება არ არსებობს.

„ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ვართ, პირველ რიგში უნდა დავიცვათ ეს წესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია. არ არის ასე, ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი. ის წარმატება, რომელიც ჩვენ პირველი ტალღისას და პირველ ეტაპზე გვქონდა რომ გავიმეოროთ და აუცილებლად უნდა გავიმეოროთ ამისთვის საჭიროა, რომ ამ სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად - მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა, ყველას ჰქონდეს გადანაწილებული შესაბამისი პასუხისმგებლობა და ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამას, იმიტომ რომ ახლა რასაც ვხედავთ, ინფიცირებულების რაოდენობა მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც ჩანს კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა დაუფიქრებლად რაღაც შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ. ამას არ ვაპირებთ, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ასეთი საჭიროებაც არ არსებობს, ვმართავთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური მართვის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ აქამდე გვქონდა, ეს უნდა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობაზე უნდა ვიფიქროთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

Aburjga Tasmanieli ბატონო პრემიერო! მჯერავს თქვენი, მეტი რომ არ შეიძლება ისეთი სოლიდური პიროვნება ბრძანდებით, თქვენი თანამდებობისათვის სრულიად შესაფერისი! ახლა იმედი მაქვს ამ ჩემს წინადადებას სათანადო სამსახურები თქვენამდე მოიტანენ. უკვე მარტიდან მოყოლებული ვწერ, რომ წამალი რომელიც შეიძლება პანაცეა გახდეს არსებობს, რომ მკურნალობის მეთოდიც არსებობს. თუ ჩვენი ექიმები გაყვებიან საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის დამტკიცებულ ოქმს - პროტოკოლს ეს ავადმყოფობა კიდევ უფრო დააზიანებს კაცობრიობას. სერთაშორისო ფარმაცევტული კორპორაციები სინამდვილეში ხელს ითბობენ ამ უბედურებაზე რასაც კოვიდ 19 ქვია! ახლა კონკრეტულად -
ხალხო, კოვიდით დაავადებული ავადმყოფების პატრონებო!!! ნუ უყურებთ ამ ტვინგაყინულ ექიმებს! გამოიყენეთ პრეპარატი "ივერმექტინი", სრულიად უწყინარი პრეპარატია, თითქმის არ აქვს გვერდითი მოვლენები. ყველა სახელმწიფოს მოხმარებისათვის განკუთვნილი წამლების პირველი რიგის ნუსხაშია! ასევე ასვით ასპირინი. თუ შეძლებთ და ამის გარდა პარალელურად თქვენს ავადმყოფს ჩაუტაროთ ულტრაიისფერი УФО აპარატით ცნობილი პროცედურები 3-5 დღეში თქვენი კოვიდ დაავადებული დადგება ფეხზე!
მე ჩემი გითხარით და აწი თქვენ იცით!
1 კვირის უკან
Aburjga Tasmanieliამ პრეპარატის შესახებ უკვე 5 თვეა ვწერ. ერთი ექიმი არ გამომხმაურებია! დავიჯერო ამ საიტზე შემომსვლელებს ექიმი ან ოჯახის წევრი, ან მეგობარი, ან .... რა არის ეს რა უბედურებაა?!
1 კვირის უკან
Aburjga TasmanieliУченые из австралийского Университета Монаша и Королевского госпиталя в Мельбурне выяснили, что антипаразитарный препарат ивермектин (ivermectin), в основном применяется в ветеринарии, обладает противовирусным действием и способен подавлять размножение SARS-CoV-2 в клеточных культурах до 48 часов. Полученные выводы опубликованы в издании Antiviral Research.

Ивермектин включен в перечень основных лекарственных средств ВОЗ.

Как сообщают РИА Новости, в лабораторных условиях исследователи проанализировали действие ивермектина на инфицированные коронавирусом клетки, куда они добавили лекарство спустя два часа после заражения. Оказалось, что благодаря одной дозе препарата спустя 24 часа количество вирусной РНК снижается на 93%, а через двое суток — более чем на 99%.
4 წლის უკან