გააკეთეს კრიმინალების და ფულიანი ხალხის ერთგვარი სინთეზი, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციულ სიას. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა „იმედის კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, ასეთი არჩევანი პარტიის სამომავლო გეგმებზე მეტყველებს.
„მსჯავრდებულიები, ბრალდებულები, ფულიანი ადამიანები და ცოტა ნორმალური, მეტყველების უნარით ვინც კი ჰყავდათ და ცოტა ერუდიციით, ისინი გადასწიეს შემდეგ პლანზე. იმიტომ რომ მათ არ უნდათ საარჩევნო შედეგებზე იფიქრონ. მათ უნდათ იფიქრონ კრიმინალურ შედეგებზე, რაღაც რევოლუციურ სცენარებზე, დესტაბილიზაციაზე. ყველაფერი ამაზე მეტყველებს. ათასი უბედურება, რაც კი შეიძლება ადამიანს მოაფიქრდეს, იკითხება იმ სიაში, რომელსაც დაიდებთ წინ და მიხვდებით: კრიმინალები, მსჯავრდებულები, ბრალდებულები, დიდი ფულის პატრონები და არა პოლიტიკოსები. ან პოლიტიკოსები, რომლებიც წარსულთა ასოცირდებიან ისე, რომ გამოუსწორებელია მათი რეიტინგი და რეპუტაცია“, - ამბობს მდინარაძე.