“როგორც ჩანს დესტრუქციულმა ძალებმა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, გადაწყვიტეს ყარაბახში მიმდინარე ომზე პოლიტიკურად ხელის მოთბობა. სოციალურ ქსელებით დაიწყეს აქტიურად გავრცელება დეზინფორმაციის, თითქოს საქართველოდან აზერბაიჯანს შეიარაღება მიეწოდება” - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
„ადვილი წარმოსადგებია ამ გახურებული ომის დროს ასეთი დეზინფორმაცია რა ვნებათაღელვას გამოიწვევს სომხეთში, სადაც უკვე შედის დეზინფორმაციის ნაკადი ჩვენს ქვეყანაზე და მის პოზიციაზე ამ კონფლიქტის მიმართ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოზე ცალსახად და ყველას გასაგონად ითქვა, რომ კონფლიქტის გამო საქართველო აჩერებს მისი ტერიტორიის გავლით ყველა სახის სამხედრო თუ ორმაგი დანიშნულების ტვირთების გატარებას სომხეთსა თუ აზერბაიჯანში.
კარგია, რომ საქართველოში სომხეთის საელჩომ დროულად გაუკეთა დეზავუირება ამ დეზინფორმაციას. სამწუხაროა და ამავე დროს საგანგაშოა რომ საქართველოში მოქმედი ცალკეული მედია საშუალებები ცდილობენ რომ იტყვიან ცეცხლზე ნავთის დასხმას. თუ რა მიზნები შეიძლება ამოძრავებდეთ მათ, ეს კომპეტენტურმა სტრუქტურებმა უნდა გაარკვიონ, რადგანაც სამხედრო კონფლიქტის დროს მედიით ან სოცქსელებით გავრცელებული დეზინფორმაცია მყისვე იწვევს ფართო საზოგადოებაში ვნებათაღელვებს.
ჩვენ გვახსოვს, ივლისში სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კონფლიქტის დროს როგორი მონდომებით აიტაცა და ავრცელებდა ქართული ე.წ. „ოპოზიციური მედია“ ერთ ერთი აზერბაიჯანული ინტერნეტ გამოცემის დეზინფორმაციას თითქოს სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთისკენ იარაღი მიემართებოდა.
საქართველომ მტკიცედ და ცალსახად გამოხატა საკუთარი პოზიცია ამ სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ვინც შეეცდება ამ ომზე ხელი მოითბოს, საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გადაუსვამს ხაზს მხოლოდ.“