ლაშა დარსალია: მინდა მოვუწოდო სომხურ მხარეს, მთელ მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას

ლაშა დარსალია: მინდა მოვუწოდო სომხურ მხარეს, მთელ მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას

თბილისში დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას იმის შესახებ, თითქოს, საქართველოს გავლით, სამხედრო ტექნიკა თურქეთიდან აზერბაიჯანში გადაადგილდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველას მოუწოდებს, მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს დაეყრდნონ.

„საქართველო შეაჩერებს ნებართვებს სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე ორივე ქვეყნის მიერ, ამასთან, ეს არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს - ამ მიმართულებით საქართველო თავის ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს, როგორც მესამე ქვეყნების, ასევე ჩვენი მეზობლების მიმართ. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა, რაც არის ცალსახად „ფეიკნიუსი“. მინდა მოვუწოდო სომხურ მხარეს, მთელ მოსახლეობას, რომ არ აყვნენ ამ დეზინფორმაციას. თავის მხრივ, საქართველო განაგრძობს საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიამ.