ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა, გარე და შიდა მტრებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც თითქოსდა საქართველოს გავლით სამხედრო ტექნიკა თურქეთიდან აზერბაიჯანში გადადგილდება, რაც როგორც დეზინფორმაცია მყისიერად იქნა დაგმობილი და უარყოფილი სომხეთის ელჩის მიერ.
არადა ვინ ვინ და სწორედ მტრებმა იციან ყველაზე მეტად, რომ ყველაზე უფრო ჩვენ ვართ ყარაბახში მიმდინარე მოვლენების მშვიდობიან ფორმატში გადაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის მომხრეები, რაც არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს ყველა უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.
უფრო მეტიც საქართველო საომარ მხარეებს შუამავლის და მომრიგებლის როლს სთავაზობს, თუკი მათ ნება სურვილი იქნება. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა ოფიციალური განცხადება, იმის შესახებ, რომ ყარაბახში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ჩვენი მხრიდან შეწყვეტილია ნებისმიერი სამხედრო ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით, როგორც აზერბაიჯანში ასევე სომხეთში. აქვე ითქვა ისიც, რომ სამოქალაქო ტვირთები შეუფერხებლად მიეწოდება ორივე ქვეყანას, დასტურად ჩვენი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობებისა. მიუხედავად ამისა, არაჯანსაღი, არაკეთილმოსურნე და მტრული ძალები ძალები მაინც ცდილობენ ზემოთ აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებით ჩრდილი მიაყენონ საქართველოს, რომელიც ყველაზე მეტად არის დინტერესებულის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.“