„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუბოვი სამართალდამცველებს ჩაბარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუბოვი სამართალდამცველებს ჩაბარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუბოვი სამართალდამცველებს ჩაბარდა. ბოლნისის პოლიციაში ადვოკატთან და პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, დიმიტრი შაშკინთან ერთად მივიდა.

„უსამართლობა გრძელდება. სრული განუკითხაობა ბოლნისში გრძელდება. ადამიანზე, რომელსაც სცემეს ექვსი დღის წინ, სასამართლომ გამოიტანა განჩინება, თურმე არის მოძალადე და ჯგუფურ ძალადობაში ედავება ახლა არიფ იუსუბოვს. თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება, თავად მოვიდეს პოლიციაში, რათა ცოტა დააწყნაროს სოფელი, ჩაბარდეს და დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა იყოს 48 საათის განმავლობაში“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის დაკავების საშუალება პოლიციას ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ არ მისცეს