გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სადმელისა და ზნაკვის თემების მოსახლეობას შეხვდა

გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სადმელისა და ზნაკვის თემების მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სადმელისა და ზნაკვის თემების მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ თემებში:

▶️რეაბილიტირდა სოფელ საკეციის ამბულატორიის შენობა

▶️მოეწყო თავშეყრის ადგილი სოფელ ზნაკვაში

▶️მოეწყო ბუნებრივსაფარიანი სპორტული მოედანი სოფელ საკეციაში

▶️მოეწყო დროებითი წყალმომარაგების ქსელი სოფელ საკეციაში

▶️მოეწყო სანიაღვრე არხები სოფელ ღვიარაში

▶️მოეწყო გზის დამცავი კედლები სოფელ ბოსტანაში

▶️მოეწყო ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი სოფელ ძირაგეულში

▶️მოეწყო თავშეყრის ადგილი სოფელ ძირაგეულში

▶️მოეწყო ნაპირდამცავი „ნაგებობები ძირაგეულის ხევზე''

▶️მოეწყო ბეტონის საფარიანი გზა სოფელ სადმელში

▶️რეაბილიტირდა სოფელ სადმელის სასაფლაოს გზა

▶️მოეწყო თავშეყრის ადგილი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი სოფელ სადმელში

▶️მოეწყო სანიაღვრე არხები და გზის დამცავი კედლები სოფელ სადმელში

▶️რეაბილიტირდა სოფელ სადმელის საჯარო სკოლის სახურავი

▶️რეაბილიტირდა სოფელ სადმელში წყალსადენის სათავისა და მიმდებარე მაგისტრალის საუბნო ქსელიც

"გპირდებით, ეტაპობრივად განვახორციელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც ხელს შეგიწყობთ ტურისტული, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური საქმიანობა უფრო მეტად განავითაროთ ჩვენი რეგიონის სოფლებში"-განაცხადა გოჩა ენუქიძემ