აზერბაიჯანული მხარე კასეტურ ჭურვებს იყენებს - სომხეთის თავდაცვის უწყება

აზერბაიჯანული მხარე კასეტურ ჭურვებს იყენებს - სომხეთის თავდაცვის უწყება

აზერბაიჯანული ძალები LAR-160-ის ტიპის სარაკეტო დანადგარიდან კასეტურ ჭურვებს ისვრის, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, კასეტური ჭურვების გამოყენება მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ხორციელდება.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება, რის შედეგადაც დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები. სომხური და აზერბაიჯანული მხარეები სიტუაციის დაძაბვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.