სალომე სამადაშვილი: ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და ამ ბრძოლაში სიაში ადგილებზე ლაპარაკი უადგილოა

სალომე სამადაშვილი: ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და ამ ბრძოლაში სიაში ადგილებზე ლაპარაკი უადგილოა

ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და ამ ბრძოლაში სიაში ადგილებზე ლაპარაკი უადგილოა, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა კითხვას, რატომ ვერ მოხვდნენ „ძალა ერთობაშიას“ პროპორციულ სიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი პარტნიორები, მათ შორის პაატა დავითაია, შოთა მალაშხია და სხვები.

„ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და აქ მთავარია, ყველამ გააკეთოს მაქსიმუმი. ყველანაირი საუბრები სიაში ადგილებზე ამ ბრძოლაში უადგილოა. შესაბამისად, ჩვენს გვერდით არიან დღეს ის ადამიანები, ვისაც აქვს გამარჯვების რწმენა. ჩვენი მიზანი და ამოცანა გამარჯვებაა და არა რაღაც რაოდენობის ხალხის გაყვანა პარლამენტში. სიაში ჩვენს გვერდით მყოფი ჩვენი პრინციპული პარტნიორები არიან. სიაში არის ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელსაც ბევრი აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, - განაცხადა სამადაშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული სია 1-ელ ოქტომბერს წარადგინა. სიის პირველი ნომერი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა. პარტიულ სიაში ასევე არიან: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ხათუნა სამნიძე.