მამუკა გამყრელიძე: „ძალა ერთობაშიას“ წევრები სიის მეორე-მესამე ათეულში უნდა ვყოფილიყავით, თუმცა შემდეგ უთანხმოებები წარმოიშვა

მამუკა გამყრელიძე: „ძალა ერთობაშიას“ წევრები სიის მეორე-მესამე ათეულში უნდა ვყოფილიყავით, თუმცა შემდეგ უთანხმოებები წარმოიშვა

„ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის შედგენისას მთელი რიგი უთანხმოებები წარმოიშვა, - ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ჩინეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკამ გამყრელიძემ განაცხადა.

„ალბათ ვერ დაინახეს ჩემი ადგილი. ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ მეორე ან მესამე ათეულში უნდა ყოფილიყვნენ „ძალა ერთობაშიას“ წევრები. შემდეგ მთელი რიგი უთანხმოებები წარმოიშვა. ვიღაცისთვის კახა ოქრიაშვილი უფრო პრიორიტეტულია, ვიღაცისთვის - რესპუბლიკელები, ვიღაცისთვის - გუბაზ სანიკიძე. როგორც ჩანს, უფრო პრიორიტეტულები არიან ის ადამიანები, ვინც „ქართული ოცნებიდან“ წამოიყვანეს. რატომ არ არის პაატა დავითაია სიაში, ეს ალბათ გრიგოლ ვაშაძეს უნდა კითხოთ, ალბათ ვერ დაინახეს ვერც მისი ადგილი სიაში“. - განაცხადა გამყრელიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული სია 1-ელ ოქტომბერს წარადგინა. სიის პირველი ნომერი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა. პარტიულ სიაში ასევე არიან: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ხათუნა სამნიძე.