ნიკა მელია:  მეფედ, ფაშად ამ სახელმწიფოს მესამე ვადით ვერავინ ვერსადროს მოაჯდება!

ნიკა მელია:  მეფედ, ფაშად ამ სახელმწიფოს მესამე ვადით ვერავინ ვერსადროს მოაჯდება!

ღარიბი, ღატაკი დაამარცხებს ყველაზე მდიდარ მოქალაქეს, რომელმაც ცინიზმის გარდა არაფერი ასხივა ამ 8 წლის განმავლობაში,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მარნეულში განაცხადა, სადაც “ნაცმოძრაობა” აქციას მართავს.

როგორც მელიამ განაცხადა, საქართველოს მესამე ვადით “მეფედ ვერავინ ვერასდროს მოაჯდება”.

“31 ოქტომბერს ყველაფერს გაეცემა სათანადო პასუხი. ყველაზე მდიდარი ადამიანის ხელში ღარიბი, შემდეგ გაღატაკებული საქართველოს მოქალაქე, ბიულეტენით შეიარაღებული 31 ოქტომბერს დაამარცხებს ყველაზე მდიდარ ადამიანს. ღარიბი, ღატაკი დაამარცხებს ყველაზე მდიდარ მოქალაქეს, რომელმაც ცინიზმის გარდა არაფერი ასხივა ამ 8 წლის განმავლობაში. 31 ოქტომბერს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა ნორმალურ კალაპოტში. ქვეყნის განვითარება გადავა სხვა ეტაპზე. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული იმიტომ, რომ მეფედ, ფაშად ამ სახელმწიფოს მესამე ვადით ვერავინ ვერსადროს მოაჯდება. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის და ხალხი განწირულია გამარჯვებისთვის”,- განაცხადა მელიამ.