ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი ბათუმში მკურნალობდა.
მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
„ ერთი გარდაცვლილი პაციენტი აჭარაშია, მეორეზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი აჭარაში გარდაცვლილი პაციენტი, ასაკოვანი მამაკაცი მძიმე თანმხლები დაავადებებით “,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, ს აქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3992-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 48-მდე გაიზარდა.