აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში: ქედს ვიხრი თქვენი მთავრობის წინაშე, რომელმაც კრიზისის სწორად მართვა შეძლო

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში: ქედს ვიხრი თქვენი მთავრობის წინაშე, რომელმაც კრიზისის სწორად მართვა შეძლო

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, Freedom House-ის ახალ ანგარიშს გამოეხმაურა.

„Freedom House-ი საქართველოს მიერ კოვიდპანდემიის მართვაზე აბსოლუტურ სიმართლეს წერს. საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგი მაგალითი შექმნა იმით, რომ ჯანდაცვის საკუთარ ექსპერტებს უსმენდა, აწესებდა საკარანტინო რეჟიმებს, ზღუდავდა ფრენებს და სავალდებულოდ ხდიდა პირბადის ტარებას. ქედს ვიხრი თქვენი მთავრობის წინაშე, რომელმაც შეძლო კრიზისის სწორად მართვა. შევამჩნიე, რომ „ქართული ოცნების“ პოპულარობა გაიზარდა, თუმცა ამის შესახებს მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ მსურს საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, თუმცა პოპულარობის ზრდა დაკავშირებულია პანდემიის წარმატებით მართვასთან“ - განაცხადა იალოვიცმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

„საქართველოში, რომელიც ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება, მთავრობამ ფართო მოწონება დაიმსახურა მოსახლეობაში პანდემიის დაძლევის მკაცრი, მაგრამ გამჭვირვალე ზომების დაწესების გამო. გლობალური მასშტაბით, საქართველოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო, რამაც, არჩევნების წინ, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა. საქართველოს შემთხვევა შეგვახსენებს, რომ ჯანმრთელობის რისკების სამართავად ზომების მიღება და თან, ადამიანის უფლებების დაცვა ყველა ქვეყანას შეუძლია“, - აღნიშნულია ანგარიშში.