„პირველ სხდომას ბუბა გახსნის, მიშა პრემიერად!“ – მეგი გოცირიძის საოცნებო პირველი დღე პარლამენტში

„პირველ სხდომას ბუბა გახსნის, მიშა პრემიერად!“ – მეგი გოცირიძის საოცნებო პირველი დღე პარლამენტში

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ენმ პარტიულ-პროპორციულ სიაში ყოფნა, სადაც ყოველი მეოთხე ქალია, აუცილებლად შევალ პარლამენტში და თქვენს იმედებს გავამართლებ!, – ამ შინაარსის პოსტს „ნაციონალური მოძრაობის“-ის წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამ ფოტოზე მეგობრებთან ერთად ვარ. ეს ფოტო ისრაელშია გადაღებული 2005 წელს … ბუბა ჩვენი სიის პირველი ნომერია. პირველ სხდომას ხსნის უხუცესი დეპუტატი და ეს ჩვენი ყველასი მეგობარი, პატრიოტი, ჩვენი მორალური ავტორიტეტი, ჩვენი ბუბა იქნება, ბუბა გახსნის პარლამენტის პირველ სხდომას და საქართველოში გათენდება!

#ძალაერთობაშია​ #მიშაპრემიერად​“, – წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“  პარტიული სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. სია ცესკოში თინა ბოკუჩავამ წარადგინა. პარლამენტში დასაბრუნებლად იბრძოლებს ენმ-ს წევრი მეგი გოცირიძეც. ის პარტიის საარჩევნო სიაში მესამოცეა.

Katana . არ გააღვიძოთ ეს გოგო არჩევნებამდე, - ცოდოა :))
4 წლის უკან