გიორგი ვოლსკი: ბუბა კიკაბიძეს უფლება აქვს, თავისი მოსაზრება ჰქონდეს სააკაშვილის ანგელოზობასთან დაკავშირებით

გიორგი ვოლსკი: ბუბა კიკაბიძეს უფლება აქვს, თავისი მოსაზრება ჰქონდეს სააკაშვილის ანგელოზობასთან დაკავშირებით

ბუბაკიკაბიძეს უფლება აქვს, ჰქონდეს თავისი მოსაზრება სააკაშვილის ანგელოზობასთან დაკავშირებით და საერთოდ, ამ სისხლიანი რეჟიმის სადისტური მართვის პოზიტივებთან დაკავშირებით, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის წარდგენასთან დაკავშირებით საუბრისას.

„ვფიქრობ, თავისი შემოქმედებითი კარიერის პერიოდში იმდენად ბევრი სიკეთე დათესა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მას შეუნახა ის გადაცდომა, რასაც ჰქვია სადიზმის მხარდაჭერა. არ მგონია, რომ ბუბა კიკაბიძეს ღირსებას მატებს ესოდენ აქტიური გამოსვლა იმ რეჟიმის მხარდამჭერად, რომელიც ადამიანების უფლებების უხეშ დამრღვევად ხასიათდება, რომ აღარ ვთქვათ ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობასა და სხვა დარგებზე", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.