კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარაში დაფიქსირდა, იმერეთში - 96, თბილისში - 62

კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარაში დაფიქსირდა, იმერეთში - 96, თბილისში - 62

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 448 დადასტურებული შემთხვევიდან 241 აჭარაში დაფიქსირდა.

მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 6 იმპორტირებულია.

„აჭარა კვლავ ლიდერია 241 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-96, თბილისში-62 ახალი შემთხვევა, სამეგრელო ზემოსვანეთი-15, სამცხე ჯავახეთი-9, გურიასა და შიდა ქართლში-7 ახალი შემთხვევა გვაქვს, კახეთში-2, იმპორტირებული 6 შემთხვევა გვაქვს“,- განაცხადა ენდელაძემ.