მამუკა მდინარაძე: კონკრეტული პოლიტიკური პარტია და მისი ტელევიზიები ცდილობენ საზოგადოებრივი განწყობა შექმნან, რომ კრიმინალმა იმატა

მამუკა მდინარაძე: კონკრეტული პოლიტიკური პარტია და მისი ტელევიზიები ცდილობენ საზოგადოებრივი განწყობა შექმნან, რომ კრიმინალმა იმატა

მამუკა მდინარაძემ მედიის ნაწილის მიერ კრიმინალური ამბების გაშუქება შეაფასა. ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „იმედის კვირაში“ ისაუბრა.

„კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და მის ტელევიზიებს აქვს ორი ასევე კონკრეტული მიზანი. ერთი არის, რომ საზოგადოებრივი განწყობა შექმნან, რომ ძალიან ცუდად არის საქმე, კრიმინალმა იმატა, ტურიზმმა უნდა მოიკლოს - არ უნდა შემოვიდეს ასეთ ცუდ ქვეყანაში მათი თქმით და აზრით ტურისტი, ეკონომიკა უნდა ჩავარდეს. კონკრეტული საბოტაჟური მიზნები აქვს. და მეორე - სტატისტიკასთან დაკავშირებით, ერთი მიმართულებით, კრიმინალური მიმართულებით დააჯერონ საზოგადოების რაღაც ნაწილს მაინც, რომ თითქოს კრიმინალმა მოიმატა და ამ ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო არ არის. ამ კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, გაშუქება არის აბსოლუტურად სხვანაირი და სიკვდილის პროპაგანდა აქვთ მათ დღეს საარჩევნო კამპანიად არჩეული“, - აცხადებს მდინარაძე.