ამირან გამყრელიძე: ბევრი რამეა მედიაზე დამოკიდებული, რომ პანიკა არ შეიქმნას

ამირან გამყრელიძე: ბევრი რამეა მედიაზე დამოკიდებული, რომ პანიკა არ შეიქმნას

ბევრი რამეა მედიაზე დამოკიდებული, რომ პანიკა არ შეიქმნას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან საყურადღებოა რაც ხდება, ხდება, მაგრამ ეს არ არის შემთხვევათა დრამატული ზრდა, რომ პანიკა შეიქმნას ქვეყანაში.

„მედიის მხარდაჭერა აუცილებელია. გუშინ მედიასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ ძალიან ბევრი რამეა მედიაზე დამოკიდებული, რომ პანიკა არ შეიქმნას. რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოარაც ხდება, მაგრამ ეს არ არის შემთხვევათა დრამატული ზრდა, რომ პანიკა შევქმნათ ქვეყანაში. შემთხვევათა ეს ზრდა კონტროლირებადი და მართვადია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.