„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.
უკონკურენტო პირობებთან ერთად „ევროპაბეთის“ მაგიდის თამაშების პლატფორმაზე სიახლეა გაუმჯობესებული უსაფრთხოების სისტემა. ყველაზე დაცული ონლაინ ნარდი, სივრცე სადაც მომხმარებელი დაზღვეულია კომპიუტერთან თამაშისგან.
ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი: „უფასო სამაგიდო თამაშების შეთავაზება ჩვენი პასუხისმგებლიანი თამაშისა და ოპერირების გაგრძელებაა. ნარდი, დომინო და ბურა ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული გართობის საშუალებებია და გვიხარია, რომ ჩვენი ინიციატივის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ვაძლევთ შესაძლებლობას ითამაშოს პოპულარული თამაშები რეგიონის ყველაზე მსხვილ პორტალზე მხოლოდ სიამოვნებისთვის.
პანდემიის პერიოდში ამ პროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა და ევროპაბეთის სამაგიდო თამაშების პორტალი რეგიონალური მნიშვნელობის გახდა. გაზრდილმა მოთხოვნამ და პროფესიონალმა მომხმარებელმა დაგვანახა სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორიცაა ონლაინ თამაშის სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან კომპიუტერთან დაპირისპირებისგან დაზღვეული ხართ. უსფრთხოების გარანტია ნარდის ფედერაციის სერტიფიცირებული მსაჯები არიან, რომლებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უყურებენ თამაშებს ყოველდღიურად და აკონტროლებენ, რომ ორივე მხარე სპეციალური პროგრამის დახმარების გარეშე თამაშობდეს.“
ბოლო 6 თვის მონაცემებით „ევროპაბეთი“ მაგიდის თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში, სადაც სამაგიდო თამაშებს ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს.
უპრეცედენტო ინიციატივის შედეგად ბეთსონის ჯგუფის წევრი უარს ამბობს იმ მოგებაზე, რომელსაც როგორც წესი თამაშისას მომხმარებელი კომპანიას უხდის და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას ერთმანეთს სრულიად უფასოდ, მხოლოდ სიამოვნებისთვის ეთამაშონ.
პორტალზე თითოეულ სამაგიდო თამაშში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური თამაშის შექმნა საკუთარი წესებით, ისე სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილ თამაშებში მონაწილეობა.