გიორგი ვაშაძე:  მე ვარ არა პარტიის, არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

გიორგი ვაშაძე:  მე ვარ არა პარტიის, არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

მიხეილ სააკაშვილს პრემიერობის შანსები არ აქვს, შანსები ყველაზე დიდი მაქვს მე და ჩემს გუნდს, რადგან ჩვენ ვიბრძვით არა თანამდებობისთვის, არამედ საქმისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი პროფესიონალთა გუნდია, თავად კი არა პარტიის, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი არის პროფესიონალთა გუნდი, მე ვარ ამ გუნდის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ოღონდ არა პარტიის, არამედ საქართველოსი. ვაპირებ, შევქმნა ოპოზიციური კოალიცია, რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიქნები მე, სადაც დავიწყებთ აღმშენებლობის სტრატეგიაში მოყვანას, სხვა ვარიანტს ჩვენ არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა, რაც ჩვენს გუნდს აქვს, ნიშნავს იმას, რომ მეტ ადამიანს უნდა აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღება. მიშას პრემიერობის შანსები არ აქვს, ყველაზე დიდი შანსები მაქვს მე და ჩემს გუნდს, რადგან ჩვენ თნამდებობისთვის კი არ ვიბრძვით, არამედ – საქმისთვის, ესაა ჩვენსა და სხვებს შორის განსხვავება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.