„ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ეს იქნება 60%-იანი გამარჯვება და ის ერთპარტიულად დააკომპლექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამაში არავის დახმარება არ დასჭირდება, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მათიკაშვილის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ღირსება დაუბრუნა.
„შანსიც არ არის იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, რადგან ძალიან დაბალი რეიტინგის მქონე პარტიაა. პარტიის წევრებს შევახსენებ, გადაუწყვეტელი ხმების ძიებას თავი დაანებონ, იქნებ ეს რეიტინგი მაინც შეინარჩუნონ, რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება, ისინი ისე მივლენ 31 ოქტომბრამდე, ამ რეიტინგსაც დაკარგავენ. „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ეს იქნება 60%-იანი გამარჯვება და ის ერთპარტიულად დააკომპლექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამაში არავის დახმარება არ დასჭირდება. საქართველოში გაგრძელდება მშვიდობა, დემოკრატიული მართვა, ეკონომიკური წინსვლა, სოფლის მეურნეობის აღორძინება და რაც მთავარია, ადამიანს „ქართულმა ოცნებამ“ დაუბრუნა ღირსება, აი, ეს ღირსება იქნება შენარჩუნებული და ვივლით მხოლოდ და მხოლოდ წინ, უკან არასდროს გავიხედავთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.