ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებებზე დასწრებას გამოეხმაურა.
„მე 10 წელზე მეტია, რაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ. კორონა საერთოდ ხსენებაში არ იყო მაშინ. რატომ გვეთვლება ეს ან მინუსად, ან არაკორექტულ ქმედებად, არ ვიცი. იგივე, ბატონი კალოიანი, რომელიც ჩემზე არანაკლებ ცნობილი ექიმია და არანაკლებ მაღალი პროფესიონალი, რომელიც ღიად წავიდა პოლიტიკაში და დეპუტატობის კანდიდატია, მემგონი. ან ძალიან ბევრი ცნობილი ექიმი, რომელიც ღიად დადის მათ კრებებზე და საარჩევნო კამპანიებში და ღიად უჭერენ მხარს. მათ მიმართ რატომ არ არის კრიტიკა, ჩვენ რამე დავაშავეთ? ეს იყო ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება“, - განაცახადა ცერცვაძემ.