საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს შორის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. საქართველოს კომუნიკაციების კომისიის სახელი ფართო საერთაშორისო აუდიტორიისთვის გახდა ცნობილი. ამ, საკმაოდ ოდიოზური კანონის გამო, რომელსაც კონსტიტუციონალისტები ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ, ქვეყნის დემოკრატიული კურსი არაერთმა მაღალი რანგის დიპლომატმა გააკრიტიკა. მათ პირდაპირ მოიხსენიეს ხელისუფლების გადაწყვეტილება კერძო ბიზნესში ჩარევის მცდელობად.
საერთაშორისო გამოცემა emerging-europe რუმინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დანი ლმიტოვის წერილს აქვეყნებს, რომელიც საქართველოში საინვესტიციოს გარემოს გაუარესებაზე წერს და მაგალითად, ხელისუფლების მხრიდან სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ მიმართ განხორციელებული ქმედება მოჰყავს. მიტოვი საუბრობს „საქართველოს კანონში ტელეკომუნიკაციების შესახებ“ პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვაზე: „ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას უფლება მიენიჭა აკონტროლოს ნებისმიერი ტელესაკომუნიკაციო და საკომუნიკაციო კომპანია ქვეყანაში და დაუნიშნოს მაკონტროლებელი, რაც სიტყვის თავისუფლებისთვის და გამჭვირვალობისთვის სერიოზულ საფრთხესწარმოადგენს“, - წერს ევროპელი დიპლომატი.
„2003 წელს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დასრულებისა და 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ საქართველომ გრძელი გზა განვლო ევროპასთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ინტეგრაციისკენ. ძალიან თვალსაჩინო პროგრესის მიუხედავად, ბოლოწლებში უკან დახევის ტენდენცია შეინიშნება.
საქართველოს ხელისუფლება გაურბის გამჭვირვალობას, რაც ძალიან აწუხებთ ინვესტორებსდა უგულებელყოფს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს. ქართველი ხალხი უკვე უნდა ამჩნევდეს, რომ საკუთარმა მთავრობამ ევროპული ინტეგრაციის გზას ისევ ააცილა.
როგორც რუმინეთის ყოფილ საგარეო საქმეთამინისტრს, კარგად მახსოვს 2016 წლის ხელმოწერა საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე, რამაც ოფიციალურად გაამყარა ქვეყნის მრავალწლიანი ლტოლვა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის , გზა რომელიცჩემმა ქვეყანამ 9-10 წლის წინ გაიარა.
ევროკავშირი ყოველთვის მიესალმება თანამშრომლობას ქვეყნებთან, რომლებიც ახორციელებენ რეფორმებს კანონის უზენაესობის, გადაწყვეტილების მიმღები პირების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. საქართველო პოსტსაბჭოთასივრცეში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვის გზაზე, მაგრამ მტკივნეულია იმაზე საუბარი, რომ უმნიშვნელოვანესი რეფორმები დღეს შეფერხებულია.
ბოლოს მომხდარი რამდენიმე მოვლენა ცხადყოფს ქართული ადმინისტრაციის ნაკლოვანებებს, რასაცთან ახლავს ეკონომიკური მდგომარეობის და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის გაუარესება. ყველაზე ცნობილი ამ მოვლენებიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩრებაა. საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ განუმარტავს, რატომ გაწყდა ხელშეკრულებები კონტრაქტორებთან. მიუხედავად ნამდვილი მიზეზებისა, ფაქტია რომ საქართველოს ხელისუფლებამ ინვესტორებს ნეგატიური მესიჯი გაუგზავნა, მათი შეთანხმებების ხელშეუხებლობის თაობაზე.
მეორე მაგალითი NEQSOL Holding-ს ახალი პროექტი ციფრული აბრეშუმის გზაა, რომლის საშუალებითაც ევროპა და აზია ერთმანეთს შავ ზღვაში გაყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდება. 2018 წელს NEQSOL-მა გადაწყვიტა ქართულისატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ წილის შეძენა, რომელიც შავ ზღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს ფლობს და ქვეყნისთვის დარეგიონისთვის ინტერნეტის უმსხვილეს საბითუმო მიმწოდებელს წარმოადგენს.
ამ ტრანზაქციის განსახორციელებლად კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას და ოფიციალურ პირებს შეხვდნენ და მომავალ ურთიერთობებზე მოილაპარაკეს. მას შემდეგ რაც გარიგება შედგა, საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და დღეს ამტკიცებს, რომ მანამდე გამართული შეხვედრები ტრანზაქციის განხორციელებისთვის საკმარისი არიყო.
კომისია ზეწოლას ახორციელებს NEQSOL Holding-ზე და თუ კომპანია შესყიდვაზე უარს არ განაცხადებს, ექსპროპრიაციის უფლების გამოყენებით ემუქრება.
ამ ყველაფრის მერე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონში, რომელიც დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ უკვე ძალაში შევიდა. ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას უფლება მიენიჭა აკონტროლოს ნებისმიერი ტელესაკომუნიკაციო და საკომუნიკაციო კომპანია ქვეყანაში და დაუნიშნოს მაკონტროლებელი, რაც სიტყვის თავისუფლებისთვის და გამჭვირვალობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ძნელად ასახსნელია რატომ ჩაერია ხელისუფლება ბიზნესში ამ ფორმით, როცა ამ პროექტებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონში საქართველოს, როგორც ევროპის და აზიის დამაკავშირებლის როლის კიდევ უფრო გაძლიერება შეეძლო. კიდევ უფრო აუხსნელია მთავრობის მხრიდან ამ ინიციატივებისთვის ხელის შეშლა, როდესაც ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას უცხოელი ინვესტორების თვალში დააუარესებს მოსახლეობის ცხოვრების პირობებს.
იმის მიუხედავად, აცნობიერებს თუ არახელისუფლება, რომ მისი ქმედება ხელს უშლის უცხოურ ინვესტიციებს და ახალ საერთაშორისო პროექტებს, შედეგი უკვე მძიმეა. უცხოელი ინვესტორები აღარ ენდობიან კანონის უზენაესობას, რაც მათი ინვესტიციების დაცვის გარანტი უნდაგახდეს და მათი ბუნებრივი რეაქცია გაქცევაა. ამ ყველაფერს ციფრებიც ადასტურებს - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირებულია.
„კომუნიკაციების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოებამაც გააპროტესტა. მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების წინ, დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები და მთავრობის მხრიდან საკომუნიკაციო კომპანიებზე განუსაზღვრელი კონტროლის მოპოვება, დემოკრატიის განვითარებისთვის ცუდი ნიშანია.
ევროპის კავშირი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ზრუნავს კანონის უზენაესობის დამკვიდრებაზე არა მხოლოდ წევრ სახელმწიფოებში, არამედ იმ ქვეყნებშიც, რომლებიც წევრობის მაძიებლები არიან. თუ საქართველო კვლავ არ შეასრულებს მოთხოვნებს კანონის უზენაესობის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, თბილი ურთიერთობა ბრუსელსა და თბილისს შორის შესაძლოა გაცივდეს“.