ჩუღურეთის რაიონში, დიღომბარის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 300 კვადრატულ მეტრზე ძველ ამორტიზებულ ქვაფენილს ბაზალტის საფარი ჩაანაცვლებს.
მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, გაეცნო.
აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს, პროექტის ღირებულება 35,000 ლარია.